საკ­მა­რი­სია, ახ­სე­ნო ხა­ტია ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბი­დან “მე ვხე­დავ მზეს”, ყვე­ლას თვალ­წინ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი წარ­მო­უდ­გე­ბა.ის ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ ასე­უ­ლო­ბით კან­დი­დატს შო­რის გა­მო­არ­ჩია და ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ანდო. პირ­ვე­ლი­ვე როლ­მა უსა­ზღვრო პო­პუ­ლა­რო­ბა და ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქალ­თა სი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა.

 

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი 1947 წლის 16 ივ­ლისს, ლან­ჩხუთ­ში და­ი­ბა­და. მამა, გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი იყო. დედა, ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი – დი­ა­სახ­ლი­სი. 9 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­მა ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მომ­დევ­ნო ხუთი წელი სწავ­ლობ­და.

ცეკ­ვა კი­ნო­თი ჩა­ა­ნაც­ვლა – ჯერ “მე ვხე­დავ მზე­ში” გა­მოჩ­ნდა, შემ­დეგ “ღი­მი­ლის ბი­წებ­ში” და “ლონ­დრე­ში”.

“მე და ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და გა­და­ღე­ბი­სა­საც და მე­რეც. ეგე­თი საყ­ვა­რე­ლი გოგო არა მგო­ნია, კი­დევ და­ი­ბა­დოს. სულ პირმ­ცი­ნა­რი, თბი­ლი და ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია… იმ­ხა­ნად ყმაწ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, ასეთ ლა­მაზ და კარგ გო­გო­ნას­თან რომ გა­თა­მა­შებ­დნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ შეგ­ყვა­რე­ბო­და. ჰოდა, მეც შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ლე­ი­ლას არ ვუყ­ვარ­დი. გა­და­ღე­ბი­სას გა­მო­ვუ­ტყდი სიყ­ვა­რულ­ში და იმ­დე­ნი იცი­ნა, მე­წყი­ნა და გა­ვე­ბუ­ტე – ნა­ხე­ვა­რი ფილ­მი ისე გა­და­ვი­ღეთ, ხმა არ გა­მი­ცია, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი არა­ვის გა­უ­გია. მერე მოს­კოვ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე შევ­რიგ­დით… ახ­ლაც მე­რი­დე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ… ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნი ხნის წინ იყო!…” – იხ­სე­ნებ­და “მე ვხე­დავ მზე­ში” სო­სო­ი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს.

კი­ნომ შე­ახ­ვედ­რა მის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, რე­ჟი­სორ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის, პოეტ პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ვაჟს, რო­მე­ლიც ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო შტოს შთა­მო­მა­ვა­ლია – ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის” გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდნენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა