ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ხუთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, ქრის­ტი და ვი­ტა­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბი, და­შორ­დნენ.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქრის­ტიმ სა­ჯა­როდ, სან­დრა ზო­ი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით გა­ახ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის ტრა­გე­დი­ა­ზე და მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მძი­მეა.

“ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის იქ ცხოვ­რე­ბა. ბავ­შვე­ბის მერე უფრო რთუ­ლი გახ­და. მე­გო­ნა, რომ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­დავ­ლა­ხავ­დი ამ დიდ ტკი­ვილს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლის შემ­დეგ არ მე­გო­ნა, თუ ისევ მეტ­კი­ნე­ბო­და გული… გა­დავ­წყვი­ტე, მე­უღ­ლეს­თან და­ვას­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ორი ტკი­ვი­ლის ერ­თად გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ ვიცი, რომ ჩემს შვი­ლებს არ გა­უ­ხარ­დე­ბათ, მე რომ ცუ­დად ვიყო და რამე და­მე­მარ­თოს”, – ამ­ბობს ის მი­მარ­თვა­ში.

ქრის­ტიმ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ ტრა­გე­დი­ამ­დეც ჰქონ­დათ მე­უღ­ლეს­თან სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა:

“ჩხუ­ბი მოგ­ვი­ვი­და, როცა პა­ტა­რე­ბი გვყავ­დნენ. ისე ვი­ჩხუ­ბეთ, რომ გა­შო­რე­ბა გვქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. მერე ისეთ დღე­ში იყო, რომ გა­და­ვი­ფიქ­რე, თო­რემ მინ­დო­და ბავ­შვე­ბის დე­და­ჩემ­თან წაყ­ვა­ნა. მე რომ ჩემი ან­გე­ლო­ზე­ბი დე­და­ჩემ­თან წა­მეყ­ვა­ნა, ახ­ლაც ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ“, – ამ­ბობს ქრის­ტი მწუ­ხა­რე­ბით.

“გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის მამა, ვი­ტა­ლი ჭო­ლა­რია ამბობს, რომ ქრის­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. რო­გორც მან ჩვენ­თან ინ­ტერვცი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო 27 დღეა, ცოლ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რო­გორ ებ­რძოდ­ნენ ტრა­გე­დი­ას ერ­თად:

“ჩვენ აფხა­ზეთ­ში ვი­ყა­ვით მე, ქრის­ტი­ნა და დე­და­ჩე­მი. ნორ­მა­ლუ­რად ვი­ყა­ვით. ამ ტრა­გე­დი­ას ერ­თად ვი­ტან­დით მე და ჩემი ცოლი. სან­დრამ მოგ­ვცა იმის იმე­დი, რომ შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნე­ბო­და… ჩემი ცოლი თურ­ქეთ­ში გა­ვუშ­ვი [ამ იმე­დით], მა­გის მერე, ორი დღე ვსა­უბ­რობ­დით ერ­თმა­ნეთ­ში და მერე შე­წყდა. რა მოხ­და, აზ­რზე არ ვარ”.

– ვი­დე­ო­ში ქრის­ტი­ნე ამ­ბობს, რომ მა­ნამ­დეც აპი­რებ­და და­შო­რე­ბას და შვი­ლებ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან წას­ვლას.

– არა, არა…

– ვიდ­რე ქრის­ტის ვი­დეო არ ნა­ხეთ, არ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენ­თან აღარ აპი­რებ­და ცხოვ­რე­ბას?

– არა, არა­ნა­ი­რი. ქრის­ტი თურ­ქეთ­ში ჩემი ხე­ლით გა­ვა­ცი­ლე, ჩემი ხე­ლით ჩავ­სვი ავ­ტო­ბუს­ში…

ვი­ტა­ლიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ახალ სახ­ლში გა­დას­ვლას გეგ­მავ­დნენ: “ჩვენ ეგრე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, მთავ­რო­ბამ რომ სახ­ლი შეგ­ვი­ძი­ნა, თურ­ქე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იქ ვი­ცხოვ­რებ­დით. ასე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი მე და ჩემი მე­უღ­ლე. შპა­ლერს ვარ­ჩევ­დით ერ­თად. ბავ­შვის ოთა­ხიც შე­ვარ­ჩი­ეთ. თურ­ქე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ბავ­შვი რომ ეყო­ლე­ბო­და…“

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, ვი­ტა­ლიმ მე­უღ­ლეს მი­მარ­თა:

“ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით და ერ­თად გა­და­ვი­ტა­ნეთ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია. ერთი წელი არ არის გა­სუ­ლი, არ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო. მა­გის­თვის ვიბ­რძვი და მინ­და, ისევ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს ბრძო­ლა”.

ტრა­გე­დი­ამ­დე…
  • ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი

ტრა­გე­დია სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს მოხ­და. სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ბავ­შვე­ბი ბე­ბი­ას­თან, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, სა­ა­ხალ­წლოდ სტუმ­რად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხან­ძა­რი მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც ბე­ბი­ამ გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლის და­სან­თე­ბად ნავ­თის ნაც­ვლად შეც­დო­მით ბენ­ზი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა. ცე­ცხლი უცებ აალ­და და ხის სახ­ლს სწრა­ფად მო­ე­დო.

არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­ღუ­პუ­ლი ხუთი ბავ­შვი­დან უფ­რო­სი გოგო 8 წლის იყო, უმ­ცრო­სი – 4 თვის. ბე­ბია მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში.