“მატჩის დასრულების შემდეგ, 1000-მდე ქართველი გულშემატკივარი ერთ საათზე მეტი პატარა სივრცეში ყავდათ ჩაკეტილი და სტადიონიდან გასასვლელად კარებს არ ხსნიდნენ…
თურქულმა მხარემ კარები მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გააღო, როცა თურქეთის ნაკრების ავტობუსმა სტადიონი დატოვა” – წერს გვერდი “Geoteam” და ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდა.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა – ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც გოლებშიც გადაიზარდა. პირველი გოლი მე-14 წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა, 22-ე წუთზე კი დემირალმა უპირატესობა გაზარდა და ანგარიში 2-0 გახდა.
თურქების აქტიურობას 35-ე წუთზე აქგუნის გოლი მოჰყვა – 3-0.
მეორე ტაიმიც თურქების უპირატესობით დაიწყო და 52-ე წუთზე დემირალმა გოლი გაიტანა – 4-0. საპასუხო გოლი 64-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
4 სექტემბერს, თბილისში მუნდიალის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩი თურქეთმა საქართველოს ნაკრებს 3:2 მოიგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.