35 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მდინარე მტკვრის დინებამ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, დაღუპულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები მამაკაცი.

შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ თბილისში მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.