ბიზნესის დაწყების შანსი ჩემმა შეყვარებულმა მომცა, ჩვენ ღრმა ბავშვობის მეგობრები ვართ,- მომღერალი თიკა ჯამბურია პირად ცხოვრებაზე პირველად «პრაიმ ტაიმთან» ალაპარაკდა.

ვინც თიკას ადევნებს თვალყურს აშკარაა, რომ, ბოლო წლებში, ის სულ სხვანაირი გახდა, რადიკალურად შეიცვალა და საკუთარი ბიზნესიც დაიწყო. თიკამ საკუთარი კაფე გახსნა, სადაც სტუმრებს მისი რეცეპტით შექმნილი უგემრიელესი კერძებით და დესერტებით უმასპინძლდება.

თიკას თქმით, მისი ცხოვრების რადიკალური ცვლილება სწორედ მისი შეყვარებულის დამსახურებაა.

– ჩემმა შეყვარებულმა მომცა შანსი გამეკეთებინა ეს კაფე და დამეწყო საკუთარი ბიზნესი. როდესაც კულინარიულ პროექტში «მასტერშეფში» მივიღე მონაწილეობა, სწორედ მან გადამაწყვეტინა, დამეწყო ბიზნესი. ოთხი წელია, შეყვარებულები ვართ, მაგრამ არ უყვარს, როცა მასზე ვსაუბრობ და არასდროს მილაპარაკია ამაზე.

– სად გაიცანით ერთმანეთი?

– ძალიან ღრმა ბავშვობის მეგობრები ვართ. იმდენად მეგობრები ვიყავით, ვერასდროს ვიფიქრებდით, თუ სიმპათიები გაგვიჩნდებოდა. ოთხი წლის წინ, სულ სხვანაირი თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ძალიან კარგიც მოხდა. მისი დამსახურებაა, რომ მეორედ დავიბადე და თავიდან შევდექი ადამიანად. ქალს გვერდზე როგორი მამაკაცი ჰყავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

You missed