• ფო­ტო­ზე: მახო ლე­ლუ­აშ­ვი­ლი და გუ­რამ გო­ჩი­აშ­ვი­ლი

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ კავ­თის­ხე­ვის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 40-წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. თვითმხილ­ვე­ლე­ბი წე­რენ, რომ მან­ქა­ნა ავა­რი­ის შე­დე­გად აფეთ­ქდა და სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. დად­გე­ნი­ლია სა­მი­ვე და­ღუ­პუ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ესე­ნი არი­ან მახო ლე­ლუ­აშ­ვი­ლია, ლერი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და გუ­რამ გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

“შე­ვეს­წა­რი ამ ავა­რი­ას, სა­ში­ნე­ლე­ბაა მოხ­და, ხეს შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, აფეთ­ქდა და 3 ადა­მი­ა­ნი და­იწ­ვა შიგ­ნით” – ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.