საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.

იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:

 

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
7 იანვარი – შობა

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.