“ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული უამრავი ვერსიის მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ოთარ ფარცხალაძემ ბი­ძი­ნას სა­ლა­რო არ “შე­ავ­სეს“ და ეს არის კო­ბა­ხი­ძის ერ­თგვა­რი თა­მა­ში მე­ფის კარ­ზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სახლები გაჩხრიკეს. მ. ჩხრეკების დროს ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, ეს პროცესი მხოლოდ კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიმართული არ არის, არამედ ის “სისტემური უხეშობის” ნაწილია და ბიზნეს-ფინანსური ინტერესებისაც უკავშირდება.

– ისტორია არის ძალიან ბანალური – ყოფილ მაღალჩინოსანს ბიძინა ივანიშვილის სალაროს შევსება მოსთხოვეს, მაგ­რამ არ მო­ი­ტა­ნეს და ახლა იჭე­რენ. ირაკლი კობახიძეს კი, რომელსაც სურს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მემკვიდრე იყოს, ველის მოსუფთავების შესაძლებლობა მიეცა და ამით სარგებლობს. მე დიდი ხნის ვამბობდი, რომ სის­ტე­მა არის ერ­თგვა­რი ურჩხუ­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად კვე­ბა სჭირ­დე­ბა და რო­დე­საც მას საკ­ვე­ბი ელე­ვა, ის სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ჭა­მას იწყებს. აი, ახლა დადგა მომენტი, როდესაც ურჩხულმა საკუთარი სხეულის ჭამა დაიწყო. ვის უნდა დააჯერონ, რომ სისტემა, რომელიც კორუფციაზე დგას, კორუფციის გამო იჭერდეს ვინმეს? არა მგონია, „ქართული ოცნების“ ყველაზე ერთგულ ამომრჩეველსაც კი სჯეროდეს, რომ ღა­რი­ბაშ­ვილს და ლი­ლუ­აშ­ვილს თუ და­ი­ჭე­რენ, ამით ქვეყანაში კო­რუფ­ცი­ას დაამარცხებენ.

– შესაძლებელია ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდეს? მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ ე.წ. რევოლუციონერებს გრიგოლ ლილუაშვილი ხვდებოდა…

– გამოვრიცხავ. ვერსია, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ხელისუფლების შე­მოგ­დე­ბუ­ლი თემა იყო. რო­გორც ჩანს, კო­ბა­ხი­ძე ბი­ძი­ნას შეპირდა, რომ ის ამ ხალ­ხს მოს­თხოვ­და ფულს და ისი­ნიც მო­ი­ტან­დნენ და რად­გან სი­ტყვა ვერ შე­ას­რუ­ლა და ყო­ფი­ლ­მა მაღალჩინოსნებმა ხარკის გა­დახ­და­ზე უარი თქვეს, მერე ამას და­ურ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გენ­და, რომ თურ­მე ფული იმი­ტომ არ მო­აქვთ, ოპო­ზი­ცი­ას­თან აქვთ საქ­მეო. კო­ბა­ხი­ძეს ბი­ძი­ნას­თან თავი ხომ უნდა ემარ­თლე­ბი­ნა – აი, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ფული იმი­ტომ ვერ ამო­ვი­ღე, რომ ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნე­ნო. მე არანაირად არ მჯერა, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. ბრაზილიურ სე­რი­ა­ლებ­ში ხომ გინახავთ, ბო­რო­ტი ბავ­შვე­ბი ერ­თა­დერთ მემ­კვიდ­რედ დარ­ჩე­ნის­თვის რომ იბ­რძვი­ან და მშობლებს უყ­ვე­ბი­ან, რო­გორ ჰპა­რა­ვენ ფულს სხვა შვი­ლე­ბი, რო­გორ ეჯავ­რე­ბათ მშობლები და ა.შ. ეს ბოროტი ბავშვი არის კობახიძე, მას ეს თამაში იმისთვის სჭირ­დე­ბა, რომ სა­კუ­თარ ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცუდი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს და ფაქ­ტობრი­ვად, გა­დარ­ჩე­ნის გზად ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რედ დარ­ჩენა მიაჩნია. მე მგონია, რომ ივანიშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ჯერჯერობით თვალს ხუჭავს. ვფიქრობ, კობახიძე ძალიან მოლიპულ გზას დაადგა. ბიძინა ივანიშვილს ცალკე აქვს საკუთარი თამაში, მას ჯერ სვლა არ გაუკეთებია. ელოდება, რამდენ ჭურჭელს დალეწავს კობახიძე სამზარეულოში. აი, ამის შემდეგ მიიღებს საჭირო ზომებს.

– რატომ არის დაუჯერებელი, რომ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს რაღაც კავშირები ჰქონოდათ ოპოზიციის ლიდერებთან?

– ამას ვერ გაბედავდნენ. ლილუაშვილმა ღარიბაშვილზე უკეთ იცის, რომ რომ ყველა მათგანის თითოეული ნაბიჯი კონტროლდებოდა და კონტროლოდება დღემდე. ის თუ ვინმესთან კომუნიკაციაში იქნებოდა, ის იქნებოდა პროვოკატორის ფუნქციით და არა როგორც მოკავშირე.

– პროკურატურის განცხადებას, რომ ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და ლილუაშვილის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობდა, მალევე მოჰყვა სუს-ის განმარტება, რომლის მიხედვითაც , არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული და არც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ამან ანალიტიკოსთა ნაწილში გააჩინა ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა დადგმულ სცენართან გვქონდეს და საბოლოოდ არც ერთ მათგანს მოუწიოს პასუხისგება.

– არა, მე მგონია, მგონია, ეს ბოლო გაფრთხილება იყო, იმისთვის რომ ფული მოეტანათ… საქმე ძალიან მარტივად არის, თუ შეთანხმდებიან ფული მოტანაზე, არ დაიჭერენე თუ არადა და დაიჭერენ. განაგრძეთ კითხვა