სოციალურ ქსელში ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ახალი კადრები ვრცელდება. ვიდეო იურმალაშია გადაღებული, სადაც წყვილი ლაიმა ვაიკულეს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფესტივალ “რანდევუს” დაესწრო.
კადრებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პუგაჩოვა შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა აშკარაა, რომ 76 წლის მომღერალს სიარული უჭირს.
“რა რთულია მისი ასეთ დგომარეობაში ნახვა, სიარული აშკარად უჭირს. ძლივს დადის”, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.