რაც შეეხება საქართველოს, თუ “ლუკოილის” ჩვენი სადგურების მფლობელი რუსული კომპანიაა, რადგან საქართველო არაა მიერთებული სანქციებს იგი პირდაპირ არ დაიხურება, მაგრამ ბანკები გაუჩერებენ ანგარიშებს – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრი წერს სოციალურ ქსელში, ვინც ამერიკაში ცხოვრობს, რომ “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურები ისევ მუშაობს და არ დახურულა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ძალაში შევიდა. მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს:
-ბენზინგასამართი სადგური ეკუთვნის ამერიკელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მუშაობს “ლუკოილის” ბრენდის ქვეშ( ე. წ. ფრანჩაიზი). სანქცირდება ისეთი პირი, სადაც 50 პროცენტზე მეტი არის “ლუკოილის” საკუთრება პირდაპირ ან ირიბად. როგორც ირკვევა, ამერიკაში სადგურების უმრავლესობა ფრანჩაიზია.
-სხვადასხვა შტატს განსხვავებულუ მიდგომა აქვს. შეიძლება ზოგმა სანქცია ამ ფორმის ბიზნესზეც გაავრცელოს. ამას უნდა დრო და იურიდიული პროცედურები.
-საწვავს არ ასხამენ რუსულს, ანუ არც “როსნეფტისას” და არც “ლუკოილისას”.
რაც შეეხება საქართველოს, თუ “ლუკოილის” ჩვენი სადგურების მფლობელი რუსული კომპანიაა, რადგან საქართველო არაა მიერთებული სანქციებს იგი პირდაპირ არ დაიხურება, მაგრამ ბანკები გაუჩერებენ ანგარიშებს, ვერ იმუშავებენ ანგარიშსწორების ტერმინალები. ნაღდი ფულით გაყიდვის შემთხვევაში ვერ მოახდენენ მის ინკასაციას, ანუ ბანკებში შეტანას. მათთვის გამოსავალი არის წილის გაყიდვა, ისე რომ 50 პროცენტზე ნაკლები გახდეს სანქცირებული პირის მფლობელობა. ასე მოხდა “ბორჯომში”.
ბევრს, პირველ რიგში ამერიკაში, არ სიმოვნებს, რომ არ დახურულა “ლუკოილის” სადგურები. მსოფლიოშიც ათასობითაა, მაგრამ “ლუკოილი” არაა მხოლოდ სადგურები და არა იმდენად სადგურები. მისი მთავარი შემოსავალი ნავთობით ვაჭრობაა, რაშიც უდიდესი პრობლემები შეექმნება. ასევე მოხდება “როსნეფტთან” დაკავშირებითაც”