2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სა­დაც ავა­რი­ას 19 წლის ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ავა­რი­ა­ში მძი­მედ და­შავ­დე მისი მე­უღ­ლე ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და.

წყვი­ლი ახალ­ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყო… ლი­კამ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

ლიკა სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ყვე­ლა მთხოვს, ბა­ჩო­ზე დავ­წე­რო რო­გორ გა­ვი­ცა­ნი და რო­გორ და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, თა­ვი­დან არც მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე ჩვენ შე­სა­ხებ ასე დავ­წერ­დი, და და­გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ ჩვე­ნი ამ­ბა­ვი. ბაჩო პირ­ვე­ლად ცეკ­ვა­ზე გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი, ენერ­გი­უ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი იყო. ისე­თი, ვი­საც უყუ­რებ­დი და ფიქ­რობ­დი “ეს ჩემ­თვის არ არის”. დი­დად ყუ­რა­დღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი. მერე კონ­ცერ­ტი გვქონ­და ვემ­ზა­დე­ბო­დით და სი­მაღ­ლის გამო ერ­თად მოგ­ვი­წია დგო­მა. თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იმ გზას ირ­ჩევს, რო­მელ­საც თა­ვი­დან ვერ ამ­ჩნევ. დღე­ე­ბი გა­დი­ო­და და წარ­მოდ­გე­ნა მეც­ლე­ბო­და. თით­ქოს ნელ-ნელა იწყებ­და ჩემს ფიქ­რებ­ში შე­მო­პარ­ვას. ამას სა­კუ­თარ თავ­საც ვერ ვუ­ტყდე­ბო­დი.

მერე მი­სალ­მე­ბა და­მი­წყო, უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა და რა­ღაც შე­იც­ვა­ლა.მო­ვი­და 2022წლის 9 ივ­ლი­სი. ბა­თუმ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით ცეკ­ვით. გზა­ში შე­მე­ფე­თა, შე­მომ­ხე­და და მი­თხრა: „ვაუ, რა ლა­მა­ზი ხარ.“ისე მი­თხრა, რომ გა­მე­ღი­მა და ცოტა არ იყოს მე­სი­ა­მოვ­ნა ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იმ ღი­მი­ლით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით, ვი­ცეკ­ვეთ, ვსე­ირ­ნობ­დით, ვი­ცი­ნო­დით. ნელ-ნელა და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თმა­ნეთს ისე, რომ ვერც კი მივ­ხვდით რო­გორ. უკან, აბა­შის­კენ რომ მოვ­დი­ო­დით, მე უკან ვი­ჯე­ქი და მო­მიჯ­და.

მთე­ლი გზა ვლა­პა­რა­კობ­დით. არ გვინ­დო­და, რომ ის ღამე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. თით­ქოს ორი­ვე ვგრძნობ­დით რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იწყე­ბო­და.მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს არა­რის მარ­ტი­ვი. იყო შიში, იყო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, იყო კა­მა­თი. მა­შინ ორი­ვე პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით ბავ­შვუ­რი ჩხუ­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ გვე­ში­ნო­და რომ არ დაგ­ვე­კარ­გა ერ­თმა­ნე­თი.ის კი სულ ერ­თსა და იმა­ვეს მე­უბ­ნე­ბო­და: “ცო­ლად რომ მო­გიყ­ვან, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ქა­ლად უნდა გაქ­ცი­ო­ვო”.

დრო გა­ვი­და. ჩვენც გა­ვი­ზარ­დეთ. ერ­თად გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი დღე­ე­ბი, გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, ცრემ­ლე­ბი, და­შო­რე­ბის ზღვარ­ზე მის­ვლაც კი… მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნეთს ვირ­ჩევ­დით. არა იმი­ტომ, რომ მარ­ტი­ვი იყო არა­მედ იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე უფრო რთუ­ლი იყო ცხოვ­რე­ბა.ოთხი წელი გა­ვი­ა­რეთ სირ­თუ­ლე­ე­ბით, შეც­დო­მე­ბით, ცრემ­ლე­ბით და უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით დრო, რო­მელ­მაც გვას­წავ­ლა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ გრძნო­ბა არ არის.და ერთ დღეს მივ­ხვდით აღარ შეგ­ვეძ­ლო ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა. აღარ იყო ეს უბ­რა­ლოდ გრძნო­ბა. ეს უკვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო იმი­სა, რომ უკვე ოჯა­ხად უნდა ვქცე­უ­ლი­ყა­ვით.2025 წლის 24 ივ­ნი­სი.არ გვინ­დო­და დიდი ხმა­უ­რი. არ გვინ­დო­და სხვი­სი აზ­რე­ბი, სხვი­სი ჩა­რე­ვა, გვინ­დო­და მხო­ლოდ ჩვენ. ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, და გა­ვი­პა­რეთ. გა­ვი­პა­რეთ არა იმი­ტომ, რომ ვი­მა­ლე­ბო­დით.გა­ვი­პა­რეთ იმი­ტომ, რომ ამ სიყ­ვა­რულს ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებ­და.

იმ დღეს პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი სრუ­ლი სიმ­შვი­დე. აღარ იყო შიში, აღარ იყო ეჭვი, მხო­ლოდ ერთი გრძნო­ბა გვქონ­და “ეს არის ჩემი ადა­მი­ა­ნი.”და თუ ოდეს­მე მკი­თხა­ვენ, რო­გორ იწყე­ბა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ვუ­პა­სუ­ხებ ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ხდე­ბა შენი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ისე არ გრძელ­დე­ბა, რო­გორც გვინ­და. ბაჩო დღეს ჩემ გვერ­დით აღარ არის.დრო გა­ჩერ­და, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი არა.ჩვენ გვე­გო­ნა, რომ წინ დიდი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და, რომ ოთხი წელი მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო.

ვგეგ­მავ­დით, ვოც­ნე­ბობ­დით, გვე­გო­ნა რომ ყვე­ლა­ფერს მო­ვას­წრებ­დით არ ვი­ცო­დით, რომ ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დრო­ში ეტე­ვა. ბაჩო დღეს ჩემ გვერ­დით აღარ არის,ვე­ღარ მიმ­შვე­ნებს გვერდს ვე­ღარ მე­ტყვის „ვაუ, რა ლა­მა­ზი ხარ ცხოვ­რე­ბა“.

ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა…

უბ­რა­ლოდ ისე არა, რო­გორც ვე­ლო­დით. ბაჩო წა­ვი­და და ჩემ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და, თით­ქოს ჩაქ­რა ყვე­ლა­ფე­რი ირ­გვლივ. დარ­ჩა სახ­ლი, სა­დაც მისი სი­ცი­ლი აღარ ის­მის. დარ­ჩა მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ღამე ლა­პა­რა­კო­ბენ. მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი უც­ნა­უ­რია. ის არ ქრე­ბა ადა­მი­ან­თან ერ­თად.ის რჩე­ბა, სუნ­თქვა­ში, ჩვე­ვებ­ში, მო­ლო­დინ­ში, როცა წა­მით გგო­ნია, რომ ისევ შე­მო­ვა ოთახ­ში.

ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბა დრო ყვე­ლა­ფერს შვე­ლი­სო, მაგ­რამ დრო არ შვე­ლის სიყ­ვა­რულს. ის უბ­რა­ლოდ გას­წავ­ლის, რო­გორ იცხოვ­რო მის გა­რე­შე. და თუ ოდეს­მე მკი­თხა­ვენ, ვინ იყო ბაჩო ვი­ტყვი: ის იყო ჩემი პირ­ვე­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. ჩემი ქმა­რი და ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი.მე დავ­კარ­გე ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ცხოვ­რე­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. დავ­კარ­გე ხმა, რო­მე­ლიც მამ­შვი­დებ­და. მხა­რი, რო­მელ­ზეც თავი უნდა და­მე­დო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ის არის, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა…

ისე, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ხალ­ხი მო­დის და მი­დის. დღე­ე­ბი გა­დის… თა­რი­ღე­ბი იც­ვლე­ბა… მაგ­რამ ჩემ­თვის დრო იმ დღე­ზე გა­ჩერ­და, როცა ბაჩო წა­ვი­და… ხან­და­ხან ისევ ვე­ლო­დე­ბი, რომ კარი გა­ი­ღე­ბა… რომ მომ­წერს… რომ და­მი­ძა­ხებს… რომ მე­ტყვის „ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მაგ­რამ სი­ჩუ­მეა… და ამ სი­ჩუ­მე­ში ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მისი არ­ყოფ­ნა ის­მის. მე აღარ მყავს ბაჩო გვერ­დით, მაგ­რამ მაქვს ჩვე­ნი ოთხი წელი. აღარ მეს­მის მისი ხმა, მაგ­რამ მაქვს მისი სი­ტყვე­ბი. აღარ არის ის ჩემ გვერ­დით, მაგ­რამ არის ჩემ­ში ყო­ველ­დღე. და ალ­ბათ, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მი­თა­ცაა ადა­მი­ა­ნი მი­დის, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი რჩე­ბა სა­მუ­და­მოდ”.