ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია.
თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.