გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” | წერს შსს.