თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე, 24 წლის ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა ნა­პოვ­ნია. ინ­ფორ­მა­ცია ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალი უვ­ნე­ბე­ლია და ის უკვე შეხ­ვდა ახ­ლობ­ლებს. შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ მის­მა ძმამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, და კვი­რას, 15 თე­ბერ­ვალს და­ი­კარ­გა და ტე­ლე­ფო­ნი სას­ტუმ­რო­ში ჰქონ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი.

“ჩემი და თბი­ლის­ში და­ი­კარ­გა. ბო­ლოს კვი­რა დღეს ნა­ხეს, უცხო მა­მა­კაცს ესა­უბ­რე­ბო­და. პო­ლი­ცია უკვე ჩარ­თუ­ლია. 170 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლი­საა, სა­უბ­რობს რუ­სუ­ლად ან ინ­გლი­სუ­რად”, – წერ­და და­კარ­გუ­ლის ძმა.

ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა პრო­ფე­სი­ით კოს­მე­ტო­ლო­გია და რი­გა­ში ცხოვ­რობს. ამ დრო­ის­თვის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

წყარო: ambebi.ge