“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია “იმედის ბანკის” შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“აი, ახლა რასაც “იმედის ბანკზე” ამბობენ “ქოცები” და მათი პროპაგანდისტები, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა, ვინმე იჯერებდეს?” – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.