ამ წუთებში, თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები ვრცელდება.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.