კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ისრაელის ნავთობ მომარაგების მესამედი გადის არც მეტი არც ნაკლები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე.

ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც 3 სახელმწიფოზე – აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს.რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?” – წერს ნიკა გვარამია.