თბილისში, 23 წლის გოგო კენჭის მოცილების ოპერაციის შემდეგ დაიღუპა.
“გვითხრეს, არაფერი საშიში არ არისო. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო. ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გაუკეთეთ-თქო. არა, არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. 23 წლის ბავშვი კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა”, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი “TV პირველთან”.
ასევე იხილეთ: რას ამბობს “უროლოგიის ცენტრის” ხელმძღვანელი 23 წლის გოგოს გარდაცვალებაზე?