შორენა ბეგაშვილი ფეისბუქის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ქართველი სექს-სიმბოლო მეგობრების გარემოცვაში დიზაინერ ზალიკო ბერგერის დაბადების დღეს აღნიშნავს. მასთან ერთად დიზაინერს იუბილეს ნინა წკრიალაშვილი, მამულიჩა, დათო ხუჯაძე, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი ქართველი სახეები ულოცავენ. ზალიკო ბერგერი იუბილეს 2 იანვარს აღნიშნავს და როგორც თავად ფოტოს კომენტარში წერს, 31 წელი შეუსრულდა.
ზალიკო ბერგერის დაბადების დღეზე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი დაასაჩუქრეს.
პრიზები ორ სექსუალურ ქალბატონს მსახიობმა და წამყვანმა ნატა გულიაშვილმა გადასცა.
„შორენას სილამაზის სალონის 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათი გადაეცა, ხოლო ნინას – იოგას ერთთვიანი კურსები და მასაჟი“ – აღნიშნა გულიაშვილმა.