თელავში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაშავებული ქალი, გარდაცვლილი ტიკტოკერის მარის დედაა.

ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას , სტაბილურია.

როგორც დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დაშავებულ ქალს სავარაუდოდ ზედა კიდურის მოტეხილობა აქვს.