თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. მეგობრების ინფორმაციით, 44 წლის ქალი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა.

„ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა და დაიღუპა. როგორც ვიცი, სახლში იყო და შეტევა მაგ დროს განვითარდა“ – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.