ირლანდიაში, 32 წლის თელაველი მამაკაცი გარდაიცვალა. ახალგაზრდა საქართველოში დღეს გადმოასვენეს.

ახლობლების ინფორმაციით, ის ემიგრაციაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

მათივე თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახი დაკრძალვისთვის ემზადება.

რა გახდა სუიციდის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ირლანდიის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარი ამბები კახეთიდან