კოჯორთან, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.