

“მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან – აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ოჯახი არაფერს ლაპარაკობს. ვიცით ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. მას მკვლელები შუაღამით დაადგნენ თავზე და მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ. მიშა 40-ს გადაცილებულია და ძალიან აქებენ, უაღრესად პოზიტიური პიროვნება იყო. გოგოლაური ახალი გამოსულია ციხიდან, ადრეც მკვლელობისთვისაა ნასამართლევი, უსაზიზღრესი პიროვნება. წარმოდგენა არავის აქვს, რისი გულისთვის გაიმეტეს მიშა”. | უყვება AMBEBI GE-ს წყარო