საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური).
მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა მონასტერში, გუშინ დაკრძალეს.