რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისა და ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და დადებითი ტენდენციები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ ოჯახის წევრთა წინააღმდეგობას დაძლევთ, შესაძლოა, ბინის რემონტი ან ავეჯის განახლება დაიწყოთ.
კურო
ამ დღეს უმნიშვნელო და ყოველდღიური საქმეების კეთების ნაცვლად, რამე მნიშვნელოვანი საქმე უნდა აკეთოთ. მალე საბრძოლო ჟინისა და აზარტის დამსახურებით ლიდერის პოზიციებს მოიპოვებთ და კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ. ამის შემდეგ კოლეგებს შორის თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ტყუპები
ნუ მოიწყენთ თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ. პირიქით, ეცადეთ საკუთარ შეხედულებებს და მისწრაფებებს გადახედოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიხვდებით, როგორ მოიქცეთ ამჟამინდელ სიტუაციაში. ნუ მიატოვებთ ახლობელ ადამიანებს განსაცდელში.
კირჩხიბი
ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ გარშემომყოფებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, კოლეგებს მხარი დაუჭიროთ და საყვარელ ადამიანებს გული გადაუშალოთ. გარდა იმისა, რომ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, ასეთი ურთიერთობა მეგობრობასაც გააძლიერებს. სურვილის შემთხვევაში, ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი დავალება შეასრულოთ, რასაც დიდხანს აჭიანურდებდით. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
ლომი
ამ დღეს ნათესავებს ან მეგობრებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. ეცადეთ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ. თქვენი საბოლოო გადაწყვეტილების შედეგი აუცილებლად წინასწარ გათვალეთ, რათა საკუთარი მდგომარეობა არ გაართულოთ.
ქალწული
დაძაბულობა, რომელსაც ბოლო დროს განიცდით, შეიძლება ჯანმრთელობაზე აისახოს. ოჯახის წევრებთან მოერიდეთ უხეშობას და აგრესიას, რაც თქვენს ურთიერთობას დაანგრევს და საპასუხო აგრესიას გამოიწვევს. უახლოეს დღეებში ეცადეთ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი და სპორტული ვარჯიშები დაიწყოთ.
სასწორი
გახსოვდეთ, რომ ცარიელ სიტყვებს მოქმედება ჯობს, ამიტომ ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ – აჩუქეთ რამე ლამაზი ნივთი, ერთად მოგზაურობა შესთავაზეთ ან ოჯახური წვეულება დაგეგმეთ. შესაძლოა გეგმების შეცვლა და დანიშნული შეხვედრების გაუქმება მოგიწიოთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ასე ჯობდა მომხდარიყო.
მორიელი
დღეს სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი არჩეული გზა სწორია, რადგან ამ კავშირით უმეტესად მეორე მხარე ისარგებლებს – ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე ბიზნესს. ერთი კვირის განმავლობაში „მთების გადაადგილება“ მოგიწევთ, თუმცა ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, პირიქით – იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საქმე დაასრულეთ, უდიდესი კმაყოფილების განცდას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ქაოსური და დაძაბული დღეა. ვითარება სწრაფად იცვლება, ამიტომ სწრაფად რეაგირება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. არ ინერვიულოთ, რადგან ხვალ ყველაფერი დამშვიდდება.
თხის რქა
ზედმეტმა მოლოდინმა ან გარშემომყოფების მიმართ გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა შეიძლება ურთიერთობები გააფუჭოს და საყვარელი ადამიანები შეურაცხყოთ. გირჩევთ, რთული საკითხები გუნდური მუშაობით მოაგვაროთ. სასურველია, კოლეგებს მეტად ენდოთ და საკუთარი პრობლემები გულწრფელად გაუზიაროთ.
მერწყული
ამ დღეს სახლში თუ სამსახურში ყველაზე მეტად კამათს და სტრესულ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფებთან ურთიერთობას საფრთხე ელის. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და მხოლოდ სანდო კავშირებს ენდეთ.
თევზები
ხელსაყრელი დღე გელით, რომელიც ძველი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ინტუიცია სწორ რჩევას გაძლევთ, ამიტომ უფრო ყურადღებით უნდა უსმინოთ. მოსალოდნელია ცვლილებები და სიახლეები, რომლებიც აქამდე მიუწვდომელ შესაძლებლობებს გახსნის.