გამართულ კონსილიუმზე გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ „მკურნალობა სწორედ ისე მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს“.