ხონის კულტურის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მომღერალი და არტისტი გიოლი ცხადაძე. იგი იგი წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ოპერის სოლისტი, მაგრამ საზოგადოებას განსაკუთრებით ანსამბლ “ერისიონში” მოღვაწეობით დაამახსოვრდა.

„დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა კულტურამ. გარდაიცვალა მომღერალი გიული ცხადაძე. მისი სახელი, მისი სცენური სიდიადე და ემოცია, რომელსაც თითოეულ მაყურებელს უტოვებდა, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ანსამბლ ,,ერისიონის” სცენაზე მისი გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულ დღესასწაულს ჰგავდა. იგი იყო არა მხოლოდ გამორჩეული არტისტი, არამედ ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭითა და შრომით მრავალი თაობა შთააგონა.

თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც გიული ცხადაძე ძვირფასი იყო“, – აღნიშნულია ხონის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში.

თავის დროზე გიული ცხადაძემ წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია. იგი წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი და არა ერთი საინტერესო სახე შექმნა სხვადასხვა ოპერებში, გამოირჩეოდა ძალიან სასიამოვნო ხმით. მსმენელთათვის დაუვიწყარია მისი მოღვაწეობა როგორც ოპერის თეატრში, ასევე ანსამბლში