თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ბინაში გათიშულები იპოვეს.

“გუ­შინ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის გა­ჟონ­ვით არი­ან მო­წამ­ლუ­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბო. ნა­ხეს ბი­ნა­ში გა­თი­შუ­ლე­ბი ორი­ვე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი იყო. შარ­შან იქორ­წი­ნა შა­კომ ელე­ნე­ზე. ჩვენს თვალ­წინ გაზ­რდი­ლია, 22 წლის იყო შაკო. ზა­ჰეს­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლე შე­ირ­თო, გა­და­ვიდ­ნენ ვარ­კე­თილ­ში და იმ ბი­ნა­ში დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ დროს. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ ამ ამ­ბით. გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ჯერ კი­დევ პრო­ზექ­ტუ­რა­ში იყო ცხედ­რე­ბი. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვიცი.

ელე­ნეს ისე კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, ლა­მა­ზი გოგო იყო. სა­ოც­რად კარ­გი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და კე­თი­ლი იყო ჩვე­ნი შაკო. სა­ოც­რად კარ­გი ხელი ჰქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და. ახ­ლაც რა­ღაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მუ­შა­ობ­და. აქ­ტი­უ­რი იყო სო­ცი­ალ ქსელ­შიც, ტი­კტოკ გვერ­დიც ჰქონ­და, სა­დაც თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს დებ­და და ხალ­ხს ეც­ნო­ბო­და” – ამ­ბობს შა­კოს ახ­ლო­ბე­ლი Ambebi.ge-სთან საუბრისას.