“Tv პირველის” ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის დედა, გარდაცვლილ შვილს, ირმა გაფრინდაშვილს ემოციურად მიმართავს.
“15 დღე გასულა დედა,მხოლოდ 15 . მე კი მგონია საუკუნეა გასული ჩემო…
არც მახსოვს როგორი იყო სამყარო 25 მარტამდე. როგორები იყავით ,როგორ იზრდებოდით ,როგორ სწავლობდით, როგორ ცელქობდით ,როგორ მაბრაზებდით ან მეფერებოდით დედა.
მე ცხოვრების ათვლა დავიწყე 25 მარტის გამთენიისას .
როცა მობილური რეკავდა განუწყვეტლივ ყვიროდნენ და კიოდნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები.ვხედავდი შეშინებული მეზობლების და ახლობლების თვალებს.ვიდექი ეკლესიასთან და უფალს ვეხვეწებოდი არ დაეშვა შენი წართმევა, ვახსენებდი რომ შვილები გყავდა .ვუხსნიდირომ უშენობას ვერ ავიტანდით ოჯახის ვერცერთი წევრი…..
თუმცა არაფერი დე …ჩვენ დავისაჯეთ .და ასე დავრჩი განადგურებული , იმედწართმეული და გაწბილებული.
დაიწყო ცხოვრების ახალი გზა ჩემთვის -სავალდებულო .შენთვის? ….
მხოლოდ ეს მახსოვს რომ მყავდი :კეთილი , ლამაზი, ნიჭიერი ,დარდიანი და უღალატო შვილი ირმიკო. სხვა არაფერი და ვერაფერი გავიგე შვილო ამ ცხოვრების.” – წერს ინგა ჟღენტი.
ცნობისთვის, მარიამ გაფრინდაშვილს და მოულოდნელად გარდაეცვალა. ირმა გაფრინდაშვილი ავარიაში დაიღუპა.