ბოლო დღე­ებ­ში ეს­პა­ნუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ჭო­რებს ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის სა­ვა­რა­უ­დო და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც წყვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­ვო­ბა ამ­ყა­რებს.

ჭორი, “დაბ­ლოკ­ვა­ზე” და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა

წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მა­შინ აგორ­და, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ხავი ოი­ოს­მა შე­ნიშ­ნა, რომ ილია თო­ფუ­რი­ამ და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ შე­წყვი­ტეს ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა (Unfollow) და შე­საძ­ლოა, დრო­ე­ბით დაბ­ლო­კი­ლიც ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი.

თუმ­ცა, რო­გორც კი ოი­ოს­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ გა­ავ­რცე­ლა, მათ ისევ აღად­გი­ნეს გა­მო­წე­რა (Follow Back), რაც სა­ვა­რა­უ­დოდ მიზ­ნად ისა­ხავ­და და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის სწრა­ფად გა­ქარ­წყლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავ­და­პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა და მე­დი­ის რე­აქ­ცია უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და.

ეს დე­ტა­ლი გა­მომ­წე­რებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ: ჯორ­ჯი­ნას პოს­ტებ­ში თო­ფუ­რი­ას მო­ნიშ­ვნე­ბი აღარ ჩან­და, რა­მაც სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა. წყვი­ლის ბოლო ერ­თობ­ლი­ვი ფოტო 11 კვი­რის წი­ნან­დე­ლია, რო­მე­ლიც ჯორ­ჯი­ნამ გა­ა­ზი­ა­რა გზავ­ნი­ლით: “კავ­ში­რის მა­გია”. 12 ივ­ლი­სის შემ­დეგ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

ამა­სო­ბა­ში, თო­ფუ­რი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც სიყ­ვა­რუ­ლით მი­მარ­თა: “მიყ­ვარ­ხართ“, მაგ­რამ ამ პოს­ტებ­ში ჯორ­ჯი­ნას კვა­ლი არ ჩანს. სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს, 2024 წელს ჯორ­ჯი­ნას­თან სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის მამა გახ­და.

ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თა­ვად მებ­რძოლ­მა დო­კუ­მენ­ტურ ფილმში მოყ­ვა, სა­დაც ჯორ­ჯი­ნა „ღმერ­თის­გან ნა­ბო­ძებ ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რად“ მო­იხ­სე­ნია.

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი არის მე­წარ­მე და ინფლუ­ენ­სე­რი, ასე­ვე გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი აშშ-ში. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, 13 დე­კემ­ბერს სა­დილ­ზე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ფუ­რო­რით და­ი­წყო. UFC-ის მებ­რძოლ­მა გა­იხ­სე­ნა: “სა­დილ­ზე გა­ვი­ცა­ნი და ვი­ფიქ­რე: “რა ლა­მა­ზი გო­გოა“. რო­გორც ორი­ვემ აღ­ნიშ­ნა, კავ­ში­რი მყი­სი­ე­რი იყო და მას შემ­დეგ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­ყო­ფელ წყვი­ლად გვევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯორ­ჯი­ნა თო­ფუ­რი­ას უმ­თავ­რე­სი მხარ­დამ­ჭე­რია და მისი ცხოვ­რე­ბის ფი­ნან­სურ-საქ­მი­ა­ნი ას­პექ­ტე­ბის მარ­თვა­საც უძღვე­ბა. მისი თქმით, “ჩემი ქმა­რი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სპორტზე, მე კი ჩვე­ნი ოჯა­ხის მთელ ბიზ­ნეს სტრუქ­ტუ­რას ვმარ­თავ”.

ელო­დე­ბა თუ არა “მა­ტა­დორს” ახა­ლი “ბრძო­ლა”?

მი­უ­ხე­და­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დრა­მი­სა და ჭო­რე­ბი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ მათ­განს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია შე­საძ­ლო და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ. წყვი­ლის სა­ჯა­რო დუ­მი­ლი, აძ­ლი­ე­რებს ვა­რა­უდს, რომ შე­საძ­ლოა საქ­მე სე­რი­ო­ზულ გან­შო­რე­ბას­თან კი არა, დრო­ე­ბით კრი­ზის­თან გვქონ­დეს.

წყარო

You missed