ძიძა, რო­მელ­მაც პა­ტა­რა ბავ­შვი ცემა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­ე­ცე­მა, რად­გან პა­ტა­რას სა­უ­ბა­რი ჯერ არ შე­უძ­ლია. ჯო­შუა მერ­ბუ­რის 1 წლის შვი­ლი ჯე­ი­კო­ბი, რომ­ლის სა­ხეც და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და და­კაწ­რუ­ლია, ვერ და­ა­დებს დამ­ნა­შა­ვეს ხელს და მო­ძა­ლა­დე ძიძა და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბა.

მერ­ბუ­რი გან­რის­ხე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­წყდა. “ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ პა­ტა­რა უმან­კო ბავ­შვის ასეთ დღე­ში ჩამგდე­ბი და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა”, – აცხა­დებს ბავ­შვის დედა ალი­სია კუ­ი­ნი.

“ორ­თვი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბრალ­დე­ბა მოხ­სნი­ლია, რად­გან ჩვენ ერთი წლის შვილს არ შე­უძ­ლია ვერ­ბა­ლუ­რად და­ა­სა­ხე­ლოს, თუ ვინ ცემა, რომ მო­ძა­ლა­დემ გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და რომ მას ტკი­ვი­ლი მი­ად­გა”, – წერს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მერ­ბუ­რი სა­კუთ­რი “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე.

2012 წელს მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უნდა შეძ­ლოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის აღ­წე­რა.

ბავ­შვის მა­მის თქმით, ჯე­ი­კო­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­ძამ თქვა, რომ ბავ­შვი და­ე­ცა, ხან კი, რომ შემ­თხვე­ვით ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და. ბავ­შვი კვლავ ტრამ­ვი­რე­ბუ­ლია. ცე­მის შემ­დეგ ის დე­დის გა­რე­შე ვე­ღარ ჩერ­დე­ბა და ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც დედა ტო­ვებს, ტი­რილს იწყებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.