"გადასასვლელიც კი შოკში ჩაგაგდებთ, რომ ნახოთ - ფიცრებია გადებული, რომელიც ფეხის დადგმაზე მოძრაობს..." - ადგილობრივების თქმით, ბათუმში, სადაც ბავშვი დაიღუპა, ლიანდაგთან შლაგბაუმი არ დგას

ბათუმში, გუშინ, მატარებლის დაჯახების შედეგად, 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ადგილობრივები მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან. მოქალაქე ნათია დეკანაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლიანდაგზე გადასასვლელის ფოტოს.
"ასეთი გადასასვლელია სკოლასთანაც, სადაც ბავშვი დაიღუპა.
ამ გადასვლელის პირდაპირ, "ოცნება" აშენებს "პალმა ბიჩს" - ანუ ამ დამპალი ფიცრის იქეთ იწყება "პალმა ბიჩი", სადაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შევა, ეს კიდევ უფრო აღრმავებს კლასობრივ უთანასწორობას, რომელიც უკვე გეტოების სახით გვაქვს ბათუმში.
რაც შენდება, ისიც კი, უამრავ დასკვნაში საფრთხის შეცველია, მაგრამ ქრთამის და კორუფციული გარიგებების მთავარ ქალაქში ვის ანაღვლებს მოქალაქეების უსაფრთხოება.
ჩამოშლილ კორპუსზე და ნანგრევებში სამუდამოდ ჩაყოლილ ბავშვებზე სახელმწიფო როგორ რეაგირებს? რა პასუხისმგებლობას იღებს თავზე? მხოლოდ ერთს -კალენდარზე აღნიშნავს გლოვის დღედ.
მსგავსი ტრაგედიები ფბ პანაშვიდების შემდეგ, ერს ძაlian მალე ავიწყდება. ვეღარ ვხდები უფრო დიდი დამნაშვაე რომელია, მთავრობა თუ ამ მთავრობის მეხოტბე და მდუმარე ხალხი" - წერს ნათია დეკანაძე.
"კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ადრე ლიანდაგთან შლაგბაუმი იყო, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ.
"საერთოდ, აქ ოდითგანვე ხდება ასეთი ტრაგედიები. ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგბაუმი, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ. რაც ხიდი აშენდა, იმის შემდეგ საერთოდ აღარაფერია და ძალიან საშიშია. არადა, იქვეა სკოლა და განსაკუთრებით საშიში ის ადგილია, რადგან მოსახვევია და თითქმის არ ჩანს მატარებელი თუ მოდის, სანამ არ მიხვალ ლიანდაგთან. ადგილზე რომ ნახოთ, მიხვდებით. არანაირი დაცვის მექანიზმი არ არის, ფიცრებია გადებული გადასასვლელზე და მგონი, ეს ფიცრებიც ხალხის გადებულია.
ბარცხანის დასახლება ჰქვია ამ ადგილს. აუცილებლად უნდა იყოს იქ შლაგბაუმი ან რაიმე დამცავი, რომ მსგავსი საშინელი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს. ხალხი მოძრაობს ლიანდაგზე, გადადის და ასე მიდიან სახლებში. ის გადასასვლელიც კი შოკში ჩაგაგდებთ, რომ ნახოთ - ფიცრებია გადებული, რომელიც ფეხის დადგმაზე მოძრაობს. ასეთი უკონტროლო სიტუაცია რატომ უნდა იყოს? რატომ არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლე დაცული?"...
ბათუმში სულის შემძვრელი ტრაგედია დატრიალდა - მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარზე განცხადება უკვე გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.
"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა განიცდის მომხდარს. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, ადგილი, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, საკმაოდ საშიშია. ბიჭუნა ამ ტრაგედიის დროს, სავარაუდოდ, სახლში მიდიოდა, რადგან მისი ოჯახი იქვე ახლოს ცხოვრობს.
"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. იმავე უბანში ვცხოვრობ. ჩემი დისშვილი შეესწრო ამ შემზარავ ამბავს, დაახლოებით 6-დან 7 საათამდე შუალედშია მომხდარი, 9-ის ნახევარზე მოვიდა სახლში, განადგურებული, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ეს ტრაგიკული ამბავი მითხრა. ამბობს, ალბათ, ამ უმძიმეს კადრებს ვერ დავივიწყებო. არ ვიცი, თვალებიდან როგორ ამომივაო, ფაქტი უკვე მომხდარი იყო, რომ გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქვე ახლობელთან იყო და ეტყობა, როცა ამბავი გაიგეს, გარეთ გაცვივდნენ. საშინელი სურათი დახვდათ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რაც იქ ნახეს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ისედაც დასტრესილია საზოგადოება და ძალიან დიდ ტკივილს მივაყენებთ ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს საშინელი ამბავი, მით უმეტეს - ოჯახს. განადგურდა ოჯახი. სულის შემძვრელი ამბავია, ძალიან დიდი, ენით უთქმელი უბედურება.
საერთოდ, აქ ოდითგანვე ხდება ასეთი ტრაგედიები. ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგბაუმი, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ. რაც ხიდი აშენდა, იმის შემდეგ საერთოდ აღარაფერია და ძალიან საშიშია. არადა, იქვეა სკოლა და განსაკუთრებით საშიში ის ადგილია, რადგან მოსახვევია და თითქმის არ ჩანს მატარებელი თუ მოდის, სანამ არ მიხვალ ლიანდაგთან. ადგილზე რომ ნახოთ, მიხვდებით. არანაირი დაცვის მექანიზმი არ არის, ფიცრებია გადებული გადასასვლელზე და მგონი, ეს ფიცრებიც ხალხის გადებულია. ეს ბიჭუნა იქვე, ახლოს ცხოვრობს. იმ დროს სკოლა არ იქნებოდა, მაგრამ ეტყობა, სადღაც იყო და სახლში ბრუნდებოდა. ვერ გამიგია, რატომ გააუქმეს შლაგბაუმი, უფრო იცავდა იქაურობას. სულ მეშინოდა იმ ადგილის.
დათუნა 13 წლის სექტემბერში გამხდარა. ბავშვის დედა, თამუნა დიასამიძე ბსუ-ის ლექტორია, უცხო ენებს ასწავლის. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ.
ჩემმა დისშვილმა თავისი თვალით ნახა დათუნა ამ მდგომარეობაში, უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, იმდენად მძიმე სანახავი იყო. ნახევარი კილომეტრი იქნება იქიდან სადგურამდე, შეიძლება - ცოტა ნაკლებიც. როგორც ვიცი, ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს - ორი მამაკაცი, რომლებმაც ნახეს, როგორ დაარტყა მატარებელმა ბავშვს, თურმე, ისინი ეცადნენ გამოყვანას და მერე რა მოხდა, არ ვიცი. როგორც ამბობენ, ისევ დაძრულა მატარებელი და მაშინ გადაუარა ბავშვს...
ვუსამძიმრებ მის ოჯახს.
ბარცხანის დასახლება ჰქვია ამ ადგილს. აუცილებლად უნდა იყოს იქ შლაგბაუმი ან რაიმე დამცავი, რომ მსგავსი საშინელი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს. ხალხი მოძრაობს ლიანდაგზე, გადადის და ასე მიდიან სახლებში. ის გადასასვლელიც კი შოკში ჩაგაგდებთ, რომ ნახოთ - ფიცრებია გადებული, რომელიც ფეხის დადგმაზე მოძრაობს. ასეთი უკონტროლო სიტუაცია რატომ უნდა იყოს? რატომ არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლე დაცული?" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო… ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა. სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა. დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის - აი, ასე გვტკივა ახლა… დათუნა, მადლობა შენი არსებობის…” - წერს თამარ სურმანიძე.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
(სპეციალურად საიტისთვის)