რეგისტრაცია

თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ” — რას ამბობს მევლუდ მელაძე?

თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ” — რას ამბობს მევლუდ მელაძე?
17 May 2025, 11:20

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა.

“თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, მეტროს ხაზები უნდა გავაფართოვოთ, სხვა შემთხვევაში, მანქანების რაოდენობა იზრდება და მომავალშიც გაიზრდება, ეს ლოგიკური და გარდაუვალია”, — ამბობს მელაძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება საცობები შემცირდეს. მელაძე აღნიშნავს, რომ მეტროს განვითარებასთან ერთად საჭიროა ავტობუსების და მიკროავტობუსების სერვისის მოდერნიზაციაც, რათა მოქალაქეებს ავტომობილის ალტერნატივად რეალური არჩევანი ჰქონდეთ.


აგრეთვე იხილეთ: