რეგისტრაცია

„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
17 May 2025, 09:02

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.

ეზოთერიკოს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა. 

გოგას ახალ წინასწარმეტყველებაში ამბობს, რომ სამწუხაროდ მიწისძვრები მოიმატებს.

"სამწუხაროდ მიწისძვრები მოიმატებს, საქართველოში, 15 ივნისამდე დაფიქსირდება, შემდეგ იკლებს. ასევე თურქეთშია მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრა. იქნება წყალმოვარდნები, წყალდიდობები. განსაკუთრებით უფრთხილდით სარესტორნო, საოფისე ბიზნესს. ყურადღებით იყავით, გაზთან, სანთელთან, დენთან",- ამბობს გოგა. 


აგრეთვე იხილეთ: