რეგისტრაცია

„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია

„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
21 Aug 2025, 00:03

ქობულეთის შემოვლით გზაზე, უმძიმეს ავარიაში დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.

ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.

დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა.

ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


აგრეთვე იხილეთ: