„ტრაგედია მოხდა... ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა... 3 დაშავებულია“ - უმძიმესი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მანქანაში მყოფი სამი დაშავებული კი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, შეჯახების შემდეგ ორივე მანქანა დაიწვა.
„ტრაგედია მოხდა... ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა... მეორე მანქანაში მყოფი 3 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტოს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.