რეგისტრაცია

ცნობილია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

ცნობილია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
20 Aug 2025, 23:35

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთ დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.


აგრეთვე იხილეთ: