რეგისტრაცია

"უბედურება მოხდა... ცეცხლი გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერ შეძლეს, 4 ერთად გაზრდილი ახალგაზრდა დაიღუპა" - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

"უბედურება მოხდა... ცეცხლი გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერ შეძლეს, 4 ერთად გაზრდილი ახალგაზრდა დაიღუპა" - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები
21 Aug 2025, 08:55

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე.

  • სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. რის შე­დე­გა­დაც, ორი­ვე მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. სა­უ­ბე­დუ­როდ მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი სამი და­შა­ვე­ბუ­ლი ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ზუგ­დი­დე­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ლაშა ქი­რია, ლიზი გერ­გე­და­ვა, თაკო შუ­ლა­ია და მა­რი­ამ დოხ­ნა­ძე.


"სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. 4 სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან, თა­ნა­ტო­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ერთ ეზო­ში გაზ­რდი­ლე­ბი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რაც მოხ­და. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ასეთ დროს რა უნდა გი­თხრათ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავს ეს ამ­ბა­ვი. კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, ცე­ცხლი რო­გორ გა­უჩ­ნდა მან­ქა­ნას და ეტყო­ბა გა­მოს­ვლა ვერც ერ­თმა ვერ შეძ­ლო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


აგრეთვე იხილეთ: