რეგისტრაცია

რატის ბარში” 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, რა მკვლელობა ქონდა ჩადენილი მანამდე,რა ხდება ცნობილი

რატის ბარში” 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, რა მკვლელობა ქონდა ჩადენილი მანამდე,რა ხდება ცნობილი
13 May 2025, 21:20

18 წლის ბი­ჭის, ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბარ­ში" ორი დღის წინ მოხ­და. ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ივა­ნე გიგ­ლე­მი­ა­ნი. სწო­რედ გიგ­ლე­მი­ან­მა მი­ა­ყე­ნა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ამ და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლია გიგ­ლე­მი­ა­ნის ნა­თე­სა­ვიც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის გვერ­დით ზის. ის შე­ეს­წრო ფაქტს, რის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში და­ტო­ვეს დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა და მი­ი­მალ­ნენ. 45 წლის რატი პა­კე­ლი­ან­საც და­ა­დეს ძა­ლოვ­ნებ­მა ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბა. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს შე­ე­ფარ­და.

ორი­ვე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს შე­უ­ფარ­და


გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გიგ­ლე­მი­ან­მა, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბიჭი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

  • საქ­მის პრო­კუ­რო­რის გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 18 წლის ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ოთხში და ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვის გა­რე­შე ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, დაჭ­რი­ლი და­ტო­ვა და სუფ­რას­თან და­ტო­ვა.
  • ბარ­ში კო­მენ­ტარს მომ­ხდარ­ზე არ აკე­თე­ბენ, მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბა­რის" გა­რეთ მოხ­და და რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამ ბარ­ში, რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნა­თაც მოკ­ლეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, დე­დი­სერ­თა ბიჭი და მისი მკვლე­ლი ჯერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლიც არ არის.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია თა­ვად დამ­ნა­შა­ვეს, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარს ამ­ბობს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი რატი პა­კე­ლი­ა­ნიც.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გიგ­ლე­მი­ან­მა და მის­მა თან­მხლებ­მა პა­კე­ლი­ან­მა გა­ა­ჩე­რეს ტაქ­სი და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­კი­თხუ­ლია არა­ერ­თი პირი, მათ შო­რის ის ტაქ­სის მძღო­ლი, რომ­ლის მან­ქა­ნი­თაც და­ტო­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ვი­დეო თვა­ლით გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრა­ლე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ არის ამო­ღე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი დანა, ამი­ტომ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამა­ზე აპე­ლი­რებს და ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი


  • რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გიგ­ლე­მი­ა­ნის­თვის ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უცხო არ არის. 19 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა მან სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა, მა­ში­ნაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, 18 წლის ბიჭი ქუ­ჩა­ში ხალ­ხის თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლამ­დე თურ­მე მას ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და დაჭ­რი­ლი და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იყო. პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც მი­ე­მა­ტა ახალ სას­ჯელს, და­ე­მა­ტა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა შე­ნახ­ვა და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით 26 წელი მი­ე­სა­ჯა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა გიგ­ლე­მი­ან­მა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა მალე შეძ­ლო.

ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი და­წე­რა მომ­ხდა­რით აღ­შფო­თე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დოდო მა­ი­სა­ძემ, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის 18 წლის შვი­ლი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს 2008 წელს გიგ­ლე­მი­ან­მა.

ჩვენ ქალ­ბა­ტონ დო­დოს და­ვუ­კავ­შირ­დით. მას არ და­უ­მა­ლავ, რომ გა­უ­თა­ვებ­ლად იბ­რძო­და, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლი სა­კად­რი­სად დას­ჯი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ვერ მი­აღ­წია.

დოდო მა­ი­სა­ძე:

- არ ვიცი აქვს კი სა­ერ­თოდ ახლა ამა­ზე სა­უ­ბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, ჯერ მა­შინ, როცა ჩემი 18 წლის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი მო­მიკ­ლა და მერე მა­შინ, როცა მკვლე­ლი ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და. სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, ვი­თხოვ­დი ჩემი შვი­ლის მკვლელს, ასეთ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვეს არ შე­ხე­ბო­და ამ­ნის­ტია. ინ­ტერ­ვი­უც მი­ვე­ცი ტე­ლე­ვი­ზი­ებს, მაგ­რამ არა­ვინ მო­ის­მი­ნა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და ასე­თი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს ამ­ნის­ტი­ით. არა­და დღემ­დე სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. შვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე ისე და­ა­ვად­და, გუ­ლის ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამ სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლით მოვ­დი­ვართ დღემ­დე და ახლა 15 აპ­რილს იყო ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მე­უღ­ლეს ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა. მძი­მეა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ მინ­და გა­ვა­ნერ­ვი­უ­ლო, მაგ­რამ როცა 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნად ისევ მის­მა გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა ისევ სა­შინ­ლად გან­ვი­ცა­დე და გან­მი­ახ­ლდა ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ნე­ლე­ბუ­ლა და სულ ჩემ­თან არის.

წლე­ბის წინ მოკ­ლუ­ლი ლაშა რუ­ბაშ­ვი­ლი


- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა რო­დის მოხ­და?

- ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია 2008 წელს მოხ­და, 2008 წლის 15 აპ­რილს მო­მიკ­ლა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი, ლაშა რუ­ბაშ­ვი­ლი გიგ­ლე­მი­ან­მა. ამ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ერთი წელი მი­მალ­ვა­ში იყო და 2009 წელს და­ა­კა­ვეს. ჩემი შვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბამ­დე მან დაჭ­რა ახალ­გაზ­რდა და 5 წელი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მერე ჩემი შვი­ლი რომ ჩა­ცხრი­ლა ის პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც და­ე­მა­ტა, ასე­ვე ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის მუხ­ლიც წა­უ­ყე­ნეს და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით სა­ბო­ლო­ოდ 26 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, აქე­დან 18 წელი ჰქონ­და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის.

- რა­ტომ მოკ­ლა თქვე­ნი შვი­ლი?

- ჩემი შვი­ლი 2008 წელს უბან­ში, ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს, ორ­თა­ჭა­ლა­ში მოკ­ლა 18 ტყვი­ით. იმ დღეს თურ­მე იჩხუ­ბეს უბ­ნის ბი­ჭებ­მა, ამ კონ­ფლიქ­ტში ჩემს შვილს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩხუ­ბის დროს მათ­თან ერ­თად არ იყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სახ­ლში ერ­თად დავ­ბრუნ­დით მე და ჩემი შვი­ლი. ლა­შამ უბან­ში ნახა ბი­ჭე­ბი შეკ­რე­ბი­ლე­ბი რომ იყ­ვნენ და იქ მათ­თან შე­ჩერ­და, მე სახ­ლში წა­მო­ვე­დი. ამ დროს მო­ვი­და მკვლე­ლი გიგ­ლე­მი­ა­ნი იქ მან­ქა­ნით, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ყო ავ­ტო­მა­ტის ლულა და ბი­ჭებს მი­უშ­ვი­რა. ბი­ჭებ­მა რომ და­ი­ნა­ხეს გიგ­ლე­მი­ა­ნი იქ ისე­თი ად­გი­ლი იყო, აქეთ- იქით გა­დახ­ტნენ და და­ი­მალ­ნენ, ჩემს შვილ­ზე იმის თქმაც ვერ მო­ას­წრეს და­ი­მა­ლეო. მკვლელს ხელ­ში შერ­ჩა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი და მას და­ა­ხა­ლა ავ­ტო­მა­ტი­დან ტყვი­ე­ბი. ასე 18 ტყვი­ით, სა­დის­ტუ­რად მო­მიკ­ლა შვი­ლი, და­უ­ში­ნა ავ­ტო­მა­ტის ჯერი. ორ­თა­ჭა­ლა­ში ჩემს სახ­ლთან იქვე ახ­ლოს მოხ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა.

18 წლის იყო ჩემი შვი­ლი იმ დროს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, ნა­ხე­ვა­რი წელი იარა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ და ასე მო­მიკ­ლა. ეს გა­რე­წა­რი იქვე, დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ჩემს შვილს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე სხვას­თან ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი და ჩემი შვი­ლი შე­ეს­წრო და მო­მიკ­ლა, ამის შემ­დეგ იქი­დან გა­იქ­ცა და ერთი წელი იძებ­ნე­ბო­და. უმ­ძი­მე­სი იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, როცა ვხე­დავ­დი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მკვლელს. ვერც ერთ პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო ჩემ­მა მე­უღ­ლემ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო და ამ­ბობ­და, მისი ყუ­რე­ბა არ შე­მიძ­ლი­აო. რომ და­ი­ჭი­რეს გა­უ­ცო­ცხლდა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც.

ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დეც ბიჭი დაჭ­რა, მა­შინ არ ჩას­ვეს, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით იყო გა­მო­სუ­ლი და მერე რომ და­ი­ჭი­რეს მკვლე­ლო­ბა­ზე, ის 5 წე­ლიც მი­ე­მა­ტა. უშუ­ა­ლოდ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ამას და­ე­მა­ტა ია­რა­ღის ტა­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ შეკ­რე­ბი­თო­ბით 26 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მერე შეკ­რე­ბი­თო­ბა გა­უქ­მდა, გა­მო­ვი­და ამ­ნის­ტია და 18 წელი და 6 თვე აპა­ტი­ეს, ასე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. დიდ­ხანს არც მჯდა­რა ცი­ხე­ში. ჩვენ ვჩი­ო­დით, ვი­თხოვ­დით არ შე­ხე­ბო­და ჩემი შვი­ლის მკვლელს ამ­ნის­ტია, გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ არა­ვინ იღო ყუ­რად ეს ამ­ბა­ვი და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც ახა­ლი ტრა­გე­დი­ე­ბი ჩა­ი­დი­ნა. რომ გა­მო­ვი­და მერე პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რა და დაჭ­რის­თვის იჯდა ცი­ხე­ში მგო­ნი 5 წელი. ახლა ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან და კი­დევ გა­ა­უ­ბე­დუ­რა ერთი ოჯა­ხი. 18 წლის ბიჭი მოკ­ლა. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლით ვცხოვ­რობთ მე და ჩემი ქმა­რი და ახლა ამ ამ­ბის გა­გე­ბამ კი­დევ მე­ტად გაგ­ვა­ნად­გუ­რა.

ჩემი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე ერთი ბიჭი ამ­ბობ­და, რომ გავ­რბო­დი ტყვი­ე­ბის წვი­მა მოს­დევ­დათ, სხვე­ბი მა­შინ გა­და­ურჩნენ, ბი­ჭებ­მა ჩემს შვილ­ზე თქმაც ვერ მო­ას­წრეს. ჩემი შვი­ლი არც გან­ძრე­უ­ლა, არც კი იცო­და რის­თვის იყო იქ ის მო­სუ­ლი და ავ­ტო­მა­ტით რომ და­უ­ნა­ხავს გიგ­ლე­მი­ა­ნი ალ­ბათ შე­ე­შინ­დე­ბო­და 18 წლის ბიჭს, ლა­შას ხე­ლე­ბი აუ­წე­ვია ზე­ვით და უთ­ქვამს, ბიჭო ხომ არ უნდა მომ­კლაო და ამ დროს და­უ­ში­ნა იმ აწე­ულ ხე­ლებ­ზე ტყვია და თი­თე­ბიც წა­ა­ცა­ლა ჩემს შვილს. სას­ტი­კად მო­მიკ­ლა, ან ყელი რო­გორ გა­მოჭ­რა მხრის გაკ­ვრის გამო იმ 18 წლის ბიჭს. თა­ნა­ვუგ­რძნობ მის ოჯახს. მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი პა­კე­ლი­ა­ნი გიგ­ლე­მი­ა­ნის მა­მი­დაშ­ვი­ლია. პა­კე­ლი­ა­ნის შვი­ლიც სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნიც მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს.

72-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო და ტე­ლე­ფო­ნის გამო მოს­ვლია კა­მა­თი მე­ზო­ბელ­თან. რამ­დე­ნი­მე დღის მერე და­ი­ბა­რა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე ის ბიჭი. ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით ხელ­ში მი­ვი­და თურ­მე იქ, იმა­ში დანა ჰქონ­და თურ­მე ჩა­მა­ლუ­ლი აიღო დანა და მოკ­ლა ახალ­გაზ­რდა. ის ცი­ხე­შია და ახლა მა­მა­მი­სი 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. რომ არ გა­მო­ეშ­ვათ გიგ­ლე­მი­ა­ნი და მო­ე­ხა­და მის­ჯი­ლი სას­ჯე­ლი, კი­დევ ერთი დედა ხომ არ გამ­წარ­დე­ბო­და. იმე­დი მაქვს, ახლა მა­ინც გა­მო­კე­ტა­ვენ მას სა­მუ­და­მოდ ცი­ხე­ში.


აგრეთვე იხილეთ: