რეგისტრაცია

"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?

"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?
15 Apr 2025, 15:23

1-ელ აპ­რილს თბი­ლის­ში, მშვი­დო­ბის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი გოგო ჯერ კი­დევ არ უპო­ვი­ათ, - ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო მარ­ნე­უ­ლი" ავ­რცე­ლებს, მა­თი­ვე ცნო­ბით, მტკვარ­ში და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნა მარ­ნე­უ­ლე­ლი აი­თაჯ მა­მე­დო­ვაა.

აი­თა­ჯის ოჯა­ხი "რა­დიო მარ­ნე­ულ­თან" აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო გო­გოს მო­სა­ძებ­ნად არა­ფერს აკე­თებს, რის გა­მოც მათ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვად და­ი­წყეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

-0:12

"აი­თა­ჯის ბიძა, ბი­ძაშ­ვი­ლი და მისი ორი მე­ზო­ბე­ლი მდი­ნა­რე მტკვირს სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ო­ბენ, მდი­ნა­რე­ში კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბი­ლი “ტივ­ტი­ვა­თი”, კა­ბე­ლით შეკ­რუ­ლი 3 და 5 ლიტ­რი­ა­ნი პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით, შე­დი­ან და ასე ცდი­ლო­ბენ აი­თა­ჯის პოვ­ნას.

“4 კაცი ვართ, მე, ბი­ძაშ­ვი­ლი, მე­ზობ­ლე­ბი. 4 კაცი თბი­ლი­სი­დან წი­თელ ხი­დამ­დე ვე­ძებთ. ერთი ნა­ვიც კი არ და­მი­ნა­ხავს აქ, ღმერ­თს ვფი­ცავ. ეს ბოთ­ლე­ბია ჩემი ნავი. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს. ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, სახ­სრე­ბით 4 ადა­მი­ა­ნი ვა­ტა­რებთ გა­მო­ძი­ე­ბას. ერთი კვი­რაა მე ერთი ნა­ვიც არ მი­ნა­ხავს წყალ­ში. ვე­რა­ფერს ვხე­დავ. მხარ­და­ჭე­რა არ არის” ,- გვი­თხრა აი­თა­ჯის ბიძა რა­სულ ომა­როვ­მა

და­კარ­გუ­ლი აი­თაჯ მა­მე­დო­ვას ბიძა იხ­სნებს, რომ 21 წლის გოგო პირ­ველ აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. აი­თა­ჯი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო წა­სუ­ლი, წვე­უ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, “მშვი­დო­ბის ხი­დის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, გა­უ­ჩი­ნარ­და. რა­სულ ომა­რო­ვის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მათ უთხრა, რომ ვი­დე­ო­ზე ჩანს თუ რო­გორ ვარ­დე­ბა გოგო მდი­ნა­რე მტკვარ­ში, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ.

“პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ გოგო წყალ­ში ჩა­ვარ­დაო - თვი­თონ გა­დახ­ტა წყალ­შიო. ფეხ­საც­მე­ლი, ჩან­თა და ტე­ლე­ფო­ნი იქ და­უ­ტო­ვე­ბია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე რა მოხ­და, ვინ­მემ აწყე­ნი­ნა რამე, არა­ფე­რი ვი­ცით. უბ­რა­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბა ნუ­ლია. სხვა­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მაგ­რამ არც ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ და არც არა­ფერს. მტკვრის პი­რას მისი ნივ­თე­ბის გარ­და არა­ფე­რია. პო­ლი­ცია არა­ნა­ირ ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნებს. სხვა არა­ფე­რი არ ვი­ცით”, - ამ­ბობს რა­სულ ომა­რო­ვი".

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას ორ­თა­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა აწარ­მო­ებს. წყა­რო

"მაშ­ვე­ლებ­მა, ამ დრომ­დე ვერ მი­აგ­ნეს აი­თაჯს, ვერც ცო­ცხალს და ვერც გარ­დაც­ვლილს.

ოჯა­ხი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა და­მე­თან­ხმე­ბით, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, სე­ზო­ნუ­რი წლის მა­ღა­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის ქონა აუ­ცი­ლე­ბე­ლია!

სულ სამი ხი­დია თბი­ლის­ში, სა­დაც მტკვრის და­გუ­ბე­ბის შე­დე­გად, წლის დონე კრი­ტი­კულ ნიშ­ნულს აღ­წევს, წლე­ბია ამ ხი­დე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ვარ­დე­ბი­ან მდი­ნა­რე­ში, რა გახ­და, რომ დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი და­ა­ყე­ნონ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ხი­დე­ბის ქვეშ, ან სე­ზო­ნუ­რად მაშ­ვე­ლებ­მა ხი­დე­ბის პე­რი­მეტრზე იმო­რი­გე­ონ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

დღეს მე­სა­უბ­რა აი­თა­ჯის ბა­ბუა, იქ­ნებ მე­ტად გა­ვახ­მა­უ­როთ და ვი­სა­უბ­როთ ამ სა­კი­თხზეო, რომ მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გო­სო ჩვე­ნი ოჯა­ხის უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხე­ბო. რათა სა­ხელ­მწი­ფომ უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნოს, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის მო­ძებ­ნა­შიო!" - წერს მარ­ნე­უ­ლე­ლი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე.

რო­გორც embebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უთხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით კი, ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვრის მო­ნი­ტო­რინ­გი, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია წყლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მყვინ­თა­ვე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ლა­პო­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.


აგრეთვე იხილეთ: