რეგისტრაცია

“22-ე სართულიდან ლიფტი ჩავარდა, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში”- მოქალაქე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

“22-ე სართულიდან ლიფტი ჩავარდა, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში”- მოქალაქე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
07 Apr 2025, 22:14

მოქალაქე, ნატალია მესხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა. მისი თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შიგნით 5 კაცი ვიყავით. სანამ რამე უბედურება არ მოხდება, არ უნდა დავიწყოთ ბრძოლა??

დღეს მე და ჩემი 17 წლის შვილმა სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, რაღაც დამჭერმა მექანიზმებმა ჩამოგვიყვანეს 22-ე სართულიდან მუხრუჭებით, ბეწვზე გადავრჩით 5 ადამიანი, ხმა არ ამოვიღოთ??? M2 ის კორპუსი” – დაწერა მოქალაქემ, ნატალია მესხმა სოციალურ ქსელშo.


აგრეთვე იხილეთ: