„დღეს მე და ჩემი 17 წლის შვილმა სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში“ - მირცხულავას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა.. ბეწვზე გადავრჩით 5 ადამიანი - რას წერს მოქალაქე სოც-ქსელში?
მოძველებული ლიფტები დიდი ხანია, თბილისის პრობლემად იქცა. ფეისბუქის ჯგუფში -„სასოწარკვთილ მომხმარებელთა ჯგუფი“ მოქალაქე წერს, რომ კორპუსში ლიფტი ჩავარდა და შვილთან ერთად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შიგნით 5 კაცი ვიყავით. სანამ რამე უბედურება არ მოხდება, არ უნდა დავიწყოთ ბრძოლა?? დღეს მე და ჩემი 17 წლის შვილმა სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, რაღაც დამჭერმა მექანიზმებმა ჩამოგვიყვანა 22-ე სართულიდან ტორმუზებით, ბეწვზე გადავრჩით 5 ადამიანი,ხმა არ ამოვიღოთ??? - წერს მოქალაქე.