“ნუ გეშინიათ, პატარაა, უბრალოდ თბილისთან ახლოს იყო” – რას წერს თეა გოდოლაძე გამთენიისას მომხდარ მიწისძვრაზე

დღეს, 6 აპრილს, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქში საკმაოდ მძლავრად იგრძნობოდა და გარდა ამისა იყო გუგუნის ხმა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ.
- როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს, მიწისქვეშა ბიძგები ასე იმიტომ იგრძნობოდა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს იყო:
“ნუ გეშინიათ, პატარაა, უბრალოდ თბილისთან ახლოს იყო!
მიწისძვრის დროს გუგუნი და ხმა, მიწის გარღვევის ხმა არის, ეპიცენტრთან ახლოს როდესაც ხართ, გესმით ეს ხმა კარგად. ქვეკსნელიდან არ მოდის, უბრალოდ რღვევაზე გადაადგილება ხდება.
თბილისი სეისმურად საშიში ქალაქია”, – წერს თეა გოდოლაძე.