რეგისტრაცია

მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს. ასე­ვე გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­სა­მე მგზავ­რის ცხ

მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.  ასე­ვე გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­სა­მე მგზავ­რის ცხ
15 May 2025, 09:21

მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ასე­ვე გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­სა­მე მგზავ­რის ცხედ­რის მო­სა­ძებ­ნად.

  • ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვას და წერს, რომ მისი ძმის ცხე­და­რი ნა­პოვ­ნია.

"მოვ­დი­ვარ და­ი­კოო. შენი გა­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლის ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად. რო­გორ გცი­ო­და ღმერ­თმა იცის" - წერს ანკა ელი­ა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ცხე­დარს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ის გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეკუთ­ვნის თუ მე­სა­მე მგზავრს, რო­მე­ლიც მათ­თან ერ­თად ტრა­გე­დი­ის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში.

უტა ელი­ა­ვა და გი­ორ­გი შა­მუ­გია


ცნო­ბის­თვის, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ორი დღის წინ თბი­ლის­ში. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან უტა ელი­ა­ვა და გი­ორ­გი შა­მუ­გია. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან იყ­ვნენ. უტა 24 წლის იყო, გი­ორ­გი - 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა პირი მარ­თავ­და. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, მე­სა­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.


აგრეთვე იხილეთ: