ამერიკელი R&B და ნეო-სოულ შემსრულებელი და პროდიუსერი დი’ენჯელო (ნამდვილი სახელი მაიკლ იუჯინ არჩერი) 51 წლისა გარდაიცვალა.

მუსიკოსის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ონკოლოგიურ დაავადებასთან „ხანგრძლივი და მამაცური ბრძოლის“ შემდეგ დაიღუპა.

დი’ენჯელომ ​სამი ალბომი გამოუშვა: სადებიუტო Brown Sugar (1995 წელს), Voodoo (2000 წელს) და ბოლო ალბომი Black Messiah (2014 წელს). შემსრულებლის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორის არის Untitled (How Does It Feel), Brown Sugar და Lady. მან ასევე შეასრულა სიმღერა Unshaken 2019 წელს გამოსული ვიდეოთამაშის Red Dead Redemption II საუნდტრეკისთვის.