ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო “არჩევნების” ბოიკოტირების მიღწევა.

რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო “ვარდების რევოლუციის” მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან “ვარდების რევოლუცია” რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა.

როგორც “ვარდების რევოლუციის” ორგანიზატორი ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება.

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას. თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ესე იგი არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი.

ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია. ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს.

გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.