სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
„ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა… დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა – შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა… უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს,“ – გვითხრა წყარომ.

“როდემდე ?! ადამიანების დაუდევრობა.. ყოველდღიურად გვართმევს ახალგაზრდების , ადამიანების სიცოცხლეს! თავსაც იუბედურებთ და სხვასაც აუბედურებთ😞

ნუთუ , ესე ძნელია, დაიცვათ მოძრაობის წესები?! დედებს , სრულიად ჯამრთელ შვილებს უკლავთ! დაფიქრდით. მშვიდობა მოგცეთ უფალმა🙏ვეღარ იტევს ჩვენი სამშობლო ამდენ სიკვდილს😢ოჯახს გამძლეობა, თანაუგრძნობ და მტკივა 😢“-წერენ სოციალურ ქსელში 

ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
როგორც “სამტრედიის ამბებს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: სამტრედიის ამბები • Samtredia News