მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა RTVI YouTube-ის არხზე “ლეგენდის” ახალ ეპიზოდში ალა პუგაჩოვთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა . არტისტმა მოკრძალებით და პატივიცემით ისაუბრა რუსული ესტრადის ვარსკვლავზე. მან გაიხსენა, როგორ უშვებდა პრიმადონა სოსოს სიმღერებს ” რადიო ალას”(Радио Алла)ეთერში. როგორც თავად აღნიშნა, სხვები ამას არ აკეთებდნენ. პავლიაშვილი დარწმუნებულია, რომ პუგაჩოვას ძალიან მოსწონდა მისი შესრულებული სიმღერები.
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ალა ბორისოვნას ყოველთვის მკაცრი და ძლიერი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ. პავლიაშვილის თქმით, ვარსკვლავმა სცენაზე ოდნავი სიცრუის უფლებასაც არ იძლეოდა. ერთ დროს კოლეგებმა ერთობლივი სიმღერა დაწერეს: სოსომ – მუსიკა, ხოლო პუგაჩოვამ მას საოცარი ლექსი აჩუქა.
„ის დამაფასებდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ დამხმარებოდა. როგორ დაეხმარა იგი სხვა უამრავ ადამიანს, ”- განაცხადა არტისტმა.
სოსო პავლიაშვილი ფართო აუდიტრიამ გაიცნო მაშინ, როდესაც 1989 წელს “გრან-პრი” აიღო იურმალას სიმღერის კონკურსზე, კომპოზიიცით “სამშობლო”, , ეს ის პერიოდია, როდესაც დაშლის პირას მისულ იმპერიაში ეროვნული მოძრაობები იღვიძებს.