ბილისის მერიის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა წელსაც გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.